კონტაქტი

რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

image
პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის 30 წლის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

ლევანდოვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას გერმანულ გრანდთან კონტრაქტი კიდევ დიდი ხნით აკავშირებს და მას შეუძლია საკუთარი კარიერის ბავარიულ კლუბში დასრულება.

30 წლის ფეხბურთელს გასულ ზაფხულს უამრავ კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ყველაფერი უარყვეს.

"ძალიან დიდი შანსია იმის, რომ აქ კიდევ დიდხანს დავრჩები" - აღნიშნა 30 წლის ფეხბურთელმა "Bild"-თან ინტერვიუში, რომელსაც ბაიერნთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

"ჯერ-ჯერობით მე არ ვფიქრობ არსად წასვლაზე. გარკვეული ჭორების შემდეგ მე ვთქვი, რომ ჩემი გული 100 %-ით ბაიერნს ეკუთვნის. სამომავლოდ ვხედავ, რომ ჩემი კარიერა დასრულდება ბაიერნში." - განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ

პოლონელ სუპერვარსკვლავს ამ სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 10 გოლი დაუგროვდა.
    • Systematik
    31-12-2018, 18:16 240
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სარგის ადამიანი
მეტოქე - ბაიერნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით