კონტაქტი

დორტმუნდი თორგან აზარის სანაცვლოდ 38 მილიონს ამზადებს

image
ბორუსია დორტმუნდი, ბორუსია მიუნხენგლადბახის 25 წლის ბელგიელი შემტევის, თორგან აზარის კლუბში გადმოყვანას ამ ზაფხულში შეეცდება.

როგორც ცნობილი გამოცემა, "Daily Mail" იუწყება, "ყვითლები" თორგან აზარის სანაცვლოდ 38 მილიონის გადახდას აპირებენ და მან გუნდში კრისტიან პულიშიჩის ადგილი უნდა დაიკავოს, რომელიც სეზონის ბოლოს ბორუსიას დატოვებს.

ბელგიელი ფეხბურთელით დაინტერესებულთა რაოდენობა ძალიან დიდია. აზარით დაინტერესდნენ ისეთი კლუბები, როგორებიცაა: ლივერპული, ბაიერნი და ბარსელონა, თუმცა მსგავსი რაოდენობის თანხა ჯერ არავის არ დაუსახელებია, დორტმუნდის გარდა.

25 წლის ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება და ალბათობა მეტია იმის, რომ მან მიუნხენგლადბახი ამ ზაფხულშივე დატოვოს.

"Transfermarkt"-ზე თორგან აზარის ღირებულება 38 მილიონია, დორტმუნდელებიც სწორედ ამავე რაოდენობის თანხის სანაცვლოდ შეეცდებიან ფეხბურთელის ყიდვას.

ბელგიელმა ამ სეზონში, ბუნდესლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 9 გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.
    • Systematik
    9-01-2019, 22:44 177
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით