კონტაქტი

მათეუსმა ივარაუდა, თუ როგორი იქნება ბუნდესლიგა სეზონის ბოლოს

image
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა ივარაუდა, თუ როგორი იქნება ბუნდესლიგის ცხრილი სეზონის დასრულების შემდეგ.

"Bild"-თან ინტერვიუში, 57 წლის გერმანელმა განაცხადა, რომ ბორუსია დორტმუნდი გერმანიის ჩემპიონატის ტიტულის მოსაპოვებლად მიუნხენის ბაიერნთან, ლაიფციგთან და მიუნხენგლადბახთან იბრძოლებს.

მისივე ვარაუდით, ჰანოვერი და ნიურნბერგი გამოეთიშებიან ბუნდესლიგის ჩემპიონატს და 2. ბუნდესლიგაში განაგრძობენ სამომავლოდ მოღვაწეობას, ხოლო დიუსელდორფს ფლეი-ოფებში მოუწევს ბრძოლა.

გთავაზობთ მათეუსის მიერ შედგენილ ცხრილს.

1. ბორუსია დორტმუნდი, 79 ქულა.
2. მიუნხენის ბაიერნი, 78 ქულა.
3. ლაიფციგი, 65 ქულა.
4. ბორუსია მიუნხენგლადბახი, 63 ქულა.
5. ჰოფენჰაიმი, 56 ქულა.
6. აინტრახტი, 55 ქულა. 
7. ლევერკუზენი, 54 ქულა.
8. ვოლფსბურგი, 46 ქულა.
9. ვერდერი, 44 ქულა.
10. ჰერტა, 43 ქულა.
11. შალკე, 40 ქულა.
12. მაინცი, 35 ქულა.
13. ფრაიბურგი, 35 ქულა.
14. შტუტგარტი, 33 ქულა.
15. აუგსბურგი, 31 ქულა.
16. დიუსელდორფი, 30 ქულა.
17. ჰანოვერი, 26 ქულა.
18. ნიურნბერგი, 22 ქულა.
    • Systematik
    20-01-2019, 16:24 196
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით