კონტაქტი

ნიკო კოვაჩი: "მე არ მანაღვლებს, თუ როდის გავასწრებთ დორტმუნდს"

image
მიუნხენის ბაიერნის 47 წლის გერმანელი სპეციალისტი, ნიკო კოვაჩი დორტმუნდსა და ბაიერნს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს.

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად ჰოფენჰაიმი 1:3 დაამარცხა და ლიდერ დორტმუნდთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა ბორუსიელებმაც თქვეს თავისი სიტყვა და ლაიფციგი მათსავე მოედანზე 0:1 დაამარცხეს. დორტმუნდელებმა ამ გამარჯვებით ჯერჯერობით ყველანაირი ინტრიგა მოკლეს.

"ჩვენ დორტმუნდს დავედევნეთ, ახლა კი რეაგირება მათ უნდა მოახდინონ" - აღნიშნა კოვაჩმა.

ბუნდესლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში ბაიერნი შტუტგარტს დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენური გუნდი შტუტგარტის დამარცხებას ვერ შეძლებს, მაშინ შესაძლოა სხვაობა 9 ქულამდე გაიზარდოს, თუმცა როგორც სჩანს, ეს კოვაჩისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ვართ მონადირეები და გვსურს ვინადიროთ მათზე. მე არ მანაღვლებს, თუ როდის გავასწრებთ მათ. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ცხრილში რაც შეიძლება მაღლა ვიყოთ." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნი დორტმუნდს მთელი 6 ქულით ჩამორჩება და ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.
    • Systematik
    20-01-2019, 17:42 160
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით