კონტაქტი

მარკო გრუიჩი: "რონალდოს მსგავსი როლი მიკავია"

image
მას შემდეგ, რაც ბერლინის ჰერტას ფეხბურთელმა, მარკო გრუიჩმა შალკესთან შესაძლო გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მან გატანილი ბურთი რონალდოს საფირმო სტილში აღნიშნა.

ამ გოლის აღნიშვნა, ჩვეულებრივ გავდა იუვენტუსის ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს მსგავსს პერფორმანსს, მაგრამ როგორც თავად მარკო ამბობს, მას არ უცდია, რომ პორტუგალიელისგან რაიმე გადაეღო, თუმცა 22 წლის სერბმა განაცხადა, რომ მას გუნდში რონალდოს მსგავსი როლი უკავია.

"ეს იყო სუფთა ემოცია, მე ვერ შევძელი თავის გაკონტროლება. ეს უბრალოდ ასე მოხდა." - აღნიშნა სერბმა "Bild"-თან ინტერვიუში.

"მე პატივს ვცემ რონალდოს. მას დიდი როლი უკავია ჩემთვის, იმიტომ, რომ ის ზედმიწევნით მუშაობს საკუთარი თავის განვითარებაზე. მე მომწონს მისი სათამაშო სტილი და აღფრთოვანებული ვარ მისივე შესაძლებლობებით." - განაცხადა მარკო გრუიჩმა.

სერბმა ნახევარმცველმა ასევე ისაუბრა მესიზეც.

"მესი შესაძლოა იყოს უფრო ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ რონალდომ ეს ყველაფერი უკვე გამოიმუშავა."

გრუიჩმა ამ სეზონში სულ ცხრა მატჩი ჩაატარა ჰერტას შემადგენლობაში და ორი გოლის გატანა მოახერხა.
    • Systematik
    29-01-2019, 00:16 131
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით