კონტაქტი

რობერტ ლევანდოვსკიმ იურგენ კლოპი შეაქო

image
მიუნხენის ბაიერნის 30 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი ყოფილი მწვრთნელი, იურგენ კლოპი შეაქო.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ლივერპულთან დაპირისპირებაზე საუბრისას, ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ კლოპმა გადამწყვეტი როლი ითამაშა პოლონელის საფეხბურთო კარიერაში. ის როგორიც ახლა არის, სწორედ გერმანელის დამსახურებაა.

"ის არის მწვრთნელი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში. მე მას მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის, ის უბრალოდ დიდებული პიროვნება და დიდი მწვრთნელია. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით ფეხბურთზე და ცხოვრებაზე, მე მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე." - აღნიშნა პოლონელმა ფეხბურთელმა "UEFA.COM"-თან ინტერვიუში.

"ასევე, არსებობს ბევრი რამ, მაგრამ ის, რაც მან მე მომცა, არის რწმენა, რომ მე მაღალ დონეზე ვთამაშობ. მე ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი პოტენციალი მქონდა." - განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი და კლოპი ერთად 2010-2014 წლებში მუშაობდნენ ბორუსია დორტმუნდში.

    • Systematik
    3-02-2019, 22:35 201
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სარგის ადამიანი
მეტოქე - ბაიერნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით