კონტაქტი

მარიო გიოტცე: "ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს განმეორდეს"

image
ბორუსია დორტმუნდის 26 წლის შემტევმა ფეხბურთელმა, მარიო გიოტცემ ჰოფენჰაიმთან ჩატარებული შეხვედრა შეაფასა.

ბუნდესლიგის 21-ე ტურში, დორტმუნდმა ჰოფენჰაიმს უმასპინძლა და შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. აღნიშნულ მატჩში სულ 6 გოლი გავიდა, მაგრამ გამარჯვებული არც ერთი გუნდი არ გამოდგა, უფრო მეტიც, "ყვითლებმა" ბოლო 15 წუთს ვერ გაუძლეს და 3 ბურთიანი უპირატესობა გაანიავეს.

"ეს მართლაც რთულად მისაღებია, როდესაც შენ, საკუთარ მოედანზე 3:0 იგებ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ჰოფენჰაიმია და მატჩის დასასრულისთვის ანგარიში 3:3 ხდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მსგავსი რამ განმეორდეს. ასე თუ ისე, ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგს ნდობის გზით. დღეს ჩემთვის ბევრი კარგი რამ მოხდა, თუმცა უფრო მოხარული ვიქნებოდი თუ გავიმარჯვებდით." - განაცხადა მარიო გიოტცემ.

სუპერმარიომ დღევანდელ შეხვედრაში 1 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდი 21 ტურის შემდეგ 50 ქულით პირველ ადგილზეა. 
    • Borussen
    9-02-2019, 23:07 71
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
რობერტ ლევანდოვსკი
მეტოქე - შალკე
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
ლუკა იოვიჩი
14
2
რობერტ ლევანდოვსკი
13
3
მარკო როისი
13
4
პაკო ალკასერი
12
5
სებასტიან ალერი
11
მომდევნო მატჩები
Image
VS
15.02.2019
Image
Image
VS
16.02.2019
Image
Image
VS
16.02.2019
Image
Image
VS
16.02.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით