კონტაქტი

ხამესი: "ახლა დორტმუნდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება"

image
მიუნხენის ბაიერნის 27 წლის კოლუმბიელმა შემტევმა, ხამეს როდრიგესმა ბორუსია დორტმუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის 21-ე ტურში დორტმუნდმა საკუთარ მოედანზე ჰოფენჰაიმთან ქულები დაკარგა. ბუნდესლიგის ამჟამინდელი ლიდერები მეტოქეს 3:0 ამარცხებდნენ, თუმცა მათ ეს უპირატესობა გაანიავეს და მატჩი საბოლოოდ ფრედ დასრულდა. რაც შეეხება მიუნხენის ბაიერნს, ბუნდესლიგის მოქმედმა ჩემპიონმა "ალიანს არენაზე" შალკე 3:1 დაამარცხა და სხვაობა ლიდერ ბორუსიასთან 5 ქულამდე შეამცირა.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ხამეს როდრიგესიც, რომელმაც 78 წუთი ითამაშა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

"ახლა, დორტმუნდი დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მათ ჩვენს მოედანზეც მოუწევთ ჩამოსვლა. თუმცა, ჩვენც მუდმივი ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ დორტმუნდს უფრო გაუჭირდება." - განაცხადა ხამესმა ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნი 45 ქულით მეორე პოზიციაზეა და დორტმუნდს მთელი 5 ქულით ჩამორჩება.
    • Systematik
    10-02-2019, 16:27 107
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
მარსელ ჰალსტენბერგი
მეტოქე - გლადბახი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
21
2
პაკო ალკასერი
17
3
ლუკა იოვიჩი
17
4
ანდრეი კრამარიჩი
16
5
მარკო როისი
16
მომდევნო მატჩები
Image
VS
26.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
Image
VS
27.04.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით