კონტაქტი

ხამესი: "ჩვენ შეგვიძლია ლივერპულს პრობლემები შევუქმნათ"

image
მიუნხენის ბაიერნის 27 წლის შემტევმა, ხამეს როდრიგესმა ლივერპულთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

კოლუმბიელი ფეხბურთელი გრძნობს, რომ ბავარიელები შეძლებენ მერვედფინალური ეტაპის დაძლევას, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა.

"მე მოუთმენლად ველი ლივერპულთან დაპირისპირებას. ამ თამაშში შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ლივერპულს პრობლემები შევუქმნათ. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელსაც დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ რა თქმა უნდა ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა." - აღნიშნა კოლუმბიელმა.

იანვარში, 27 წლის ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ის თავს საუკეთესოდ გრძნობს.

"ეტაპობრივად, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თითქმის სამი თვის განმავლობაში ტრავმის ქვეშ ვიყავი. თამაშიდან თამაშამდე, მე უფრო უკეთესი ვარ, მაგრამ შემიძლია უფრო მეტის გაკეთება." - განაცხადა ხამესმა.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპში ლივერპულს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 19 თებერვალს, "ენფილდზე" გაიმართება, ხოლო განმეორებითი კი 13 მარტს, "ალიანს არენაზე."
    • Systematik
    10-02-2019, 23:15 173
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით