კონტაქტი

მათეუსმა ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის შანსებზე ისაუბრა

image
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის შანსებზე ისაუბრა.

57 წლის გერმანელმა ყურადღება 1/8 ფინალურ ეტაპზე გაამახვილა, სადაც "ყვითლები" ტოტენჰემს დაუპირისპირდებიან.

"ინგლისური კლუბი ძალიან დიდ დანაკლისს განიცდის. მათ არ ეყოლებათ ჰარი კეინი და დელე ალი, რომელნიც ძალიან მნიშვნელოვანნი ფეხბურთელები არიან. ჩემი აზრით, ტოტენჰემსა და დორტმუნდს შორის შანსები 50-50-ზეა." - აღნიშნა გერმანელმა.

ლოთარმა ასევე ხაზი გაუსვა ბორუსიას დიდ დანაკლისს. გუნდის კაპიტანი, მარკო როისი გერმანულ გუნდს აღნიშნულ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

"დორტმუნდს მის გარეშე თამაშების მოგება შეუძლია, თუმცა ის არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეს ყოველთვის პატივისცემით ეპყრობა და დორტმუნდის ყველა თამაშში წესრიგს ამყარებს." - განაცხადა ლოთარ მათეუსმა.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდი ტოტენჰემს ხვალ, 00:00-ზე დაუპირისპირდება. შეხვედრა ლონდონში გაიმართება. 
    • Systematik
    12-02-2019, 15:11 162
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით