კონტაქტი
ვისი დამატება სურდა გვარდიოლას ბაიერნში მწვრთნელობის დროს ?

ვისი დამატება სურდა გვარდიოლას ბაიერნში მწვრთნელობის დროს ?

image
მიუნხენის ბაიერნის ყოფილ და მანჩესტერ სიტის ამჟამინდელ 48 წლის მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, გერმანულ გრანდში ყოფნისას ერთ-ერთი ფეხბურთელის დამატება სურდა, თუმცა მან ტრანსფერის განხორციელება ვერ მოახერხა.

გერმანული გამოცემა "Bild" ამბობს, რომ ესპანელი სპეციალისტი ლივერპულის 26 წლის ვარსკვლავით, სადიო მანეთი იყო დაინტერესებული.

მედიაში ნათქვამია, რომ გვარდიოლა სენეგალელ შემტევს მაშინ აკვირდებოდა, როდესაც ის ზალცბურგის ღირსებას იცავდა.

2014 წლის იანვარში, ბაიერნმა ზალცბურგის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ითამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში კი მანემ გვარდიოლაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

"ბაიერნთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, ჩემმა მრჩეველმა მოგვიანებით მითხრა, რომ გერმანულ გუნდთან კონტაქტი იყო დამყარებული, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ ისინი ჩემით დაინტერესდებოდნენ." - განაცხადა სადიო მანემ.

ამ მომენტისთვის, გვარდიოლა მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელია, სადიო მანე კი ლივერპულის ღირსებას იცავს. 
    • Systematik
    15-02-2019, 17:19 299
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სერჟ გნაბრი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
23
2
ტიმო ვერნერი
20
3
ჯეიდონ სანჩო
13
4
როუენ ჰენინგსი
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
11
FACEBOOK - შემოგვიერთდით