კონტაქტი

მათეუსი: "ბაიერნს ლივერპულთან უპირატესობა აქვს"

image
უეფა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად "ენფილდზე" ლივერპულს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ შეხვედრას, გამოეხმაურა გერმანიის ეროვნული ნაკრების და ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი.

მათეუსის თქმით, "რეკორდმაისტერს" ლივერპულთან შეხვედრაში სრული უპირატესობა აქვს.

"მჯერა, რომ ბაიერნს აქვს ფსიქოლოგიური უპირატესობა, რომელიც უმნიშვნელო არ არის. პირველად, გასული სეზონის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, მადრიდის რეალის წინააღმდეგ, ბაიერნი არ ჩანს, როგორც ფავორიტი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეტოქეზე უფრო მეტი ზეწოლაა." - აღნიშნა 57 წლის გერმანელმა "Sky"-სთან ინტერვიუში.

"მოულოდნელად, ისინი არიან ფავორიტები პრემიერ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა, ეს ასევე ზრდის ზეწოლას და მოლოდინებს. ეს არის ის, რასაც ფეხბურთელები გრძნობენ. უპირატესობა მიუნხენის ბაიერნისკენაა, იმიტომ, რომ მათგან წარმატებას ველით." - განაცხადა ლოთარ მათეუსმა. 

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით დღეს, 00:00-ზე დაიწყება.
    • Systematik
    19-02-2019, 16:08 183
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით