კონტაქტი

რატომ მოუხადა კოვაჩმა კლოპს მატჩის შემდეგ ბოდიში ?!

image
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის, ლივერპული ბაიერნის მატჩის შემდეგ, "რეკორდმაისტერთა" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი იძულებული გახდა ლივერპულის მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპისთვის ბოდიში მოეხადა.

საქმე იმაშია, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ, კოვაჩი იურგენთან ხელის გასაწოდებლად არ წავიდა, "მერსისაიდელთა" მთავარი მწვრთნელი კი ამ ყველაფერმა გაანაწყენა.

ნიკო კოვაჩმა კი ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნა და იურგენ კლოპს ბოდიში მოუხადა.

"ეს სასაცილო იყო. ჩვენ ინგლისურ მიწაზე ვიყავით. გერმანიაში, ეს ნორმალურია, როდესაც მთავრდება მატჩი, შენ პირველ რიგში ხელს შენს ფეხბურთელებს უწვდი. ინგლისში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, პირველად მწვრთნელები უწვდიან თავიანთ ხელებს ერთმანეთს, ასე რომ, მე როგორც გერმანიაში ხდება, ისე მოვიქეცი." - აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

"მე მინდა ბოდიში მოვუხადო ასეთი საქციელისთვის. გერმანიაში ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც ეს ჩვენთან ხდება." - განაცხადა ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა.

აღნიშნულ ფაქტს ასევე გამოეხმაურა იურგენ კლოპიც.

"მინდოდა, რომ კოვაჩისთვის ხელი სწრაფად გამეწოდებინა, მაგრამ მან შემდეგ ფეხბურთელებთან გაიქცა და დაბრუნების შემდეგ ბოდიში მოიხადა. მე ვამბობ, ეს არ არის პრობლემა" - განაცხადა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
    • Systematik
    20-02-2019, 13:10 238
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით