კონტაქტი
ბაიერნი ლივერპულთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება

ბაიერნი ლივერპულთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება

image
მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას, რომელიც ლივერპულის წინააღმდეგ გაიმართება კვლავ დიდი დანაკლისით ხვდება.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს ჰოლანდიელი ფეხბურთელი, არიენ რობენი გამოტოვებს.

დადებითი მხარე ბაიერნისთვის ის არის, რომ კინგსლი კომანი აქტიურად ვარჯიშობს, რომ გუნდს დაუბრუნდეს და ის შესაძლოა ვიხილოთ მერსისაიდელთა წინააღმდეგ მატჩში.

"არიენ რობენმა გუშინ კუნთი დაიზიანა და სამწუხაროდ განაცხადში ვერ ხვდება. რაც შეეხება კომანს, ის სწორ გზაზე დგას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ლივერპულის წინააღმდეგ მონაწილეობას მიიღებს. რობენი კი ნამდვილად არ იქნება მზად ამ მატჩისთვის." - განაცხადა კოვაჩმა.

ლივერპულამდე, ბაიერნი შაბათს ბუნდესლიგაში ვოლფსბურგს დაუპირისპირდება.
    • Systematik
    7-03-2019, 18:40 1 010
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სერჟ გნაბრი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
23
2
ტიმო ვერნერი
20
3
ჯეიდონ სანჩო
13
4
როუენ ჰენინგსი
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
11
FACEBOOK - შემოგვიერთდით