კონტაქტი

მოურინიომ ბაიერნსა და ლივერპულს შორის ფავორიტი დაასახელა

image
უეფა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპში, "ენფილდზე" ერთმანეთს ლივერპული და მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა კი უგოლო ფრედ დასრულდა.

აღნიშნულ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 13 მარტს, "ალიანს არენაზე" გაიმართება და აქ გახდება ცნობილი, თუ ვინ მოიპოვებს 1/4 ფინალური ეტაპის საგზურს.

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კი ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა. 56 წლის სპეციალისტს სჯერა, რომ მიუნხენის ბაიერნი ლივერპულის დამარცხებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნს ამ სეზონში წარმატებაც და წარუმატებლობაც ჰქონდა, მათ კვლავ მაღალ მწვერვალზე ვხედავ." - აღნიშნა პორტუგალიელმა "RT"-სთან ინტერვიუში.

"ბაიერნი ის გუნდია, რომელსაც გოლის გატანა შეუძლია. მე არ ჩამოვდივარ ფსონებს, მაგრამ არჩევანი ჩემზე რომ იყოს, ფავორიტად სწორედ მიუნხენურ კლუბს ავირჩევდი" - განაცხადა ჟოზემ.
    • Systematik
    9-03-2019, 13:18 300
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
რამი ბენსებაინი
მეტოქე - ბაიერნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
16
2
ტიმო ვერნერი
15
3
როუენ ჰენინგსი
10
4
სებასტიან ანდერსონი
8
5
მარკო როისი
8
FACEBOOK - შემოგვიერთდით