კონტაქტი

ლევანდოვსკი: "ტიერი ანრი ჩემი კერპია"

image
მიუნხენის ბაიერნის 30 წლის პოლონელმა ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი კერპი დაასახელა.

ბავარიელთა საუკეთესო ბომბარდირის თქმით, ის ყოფილ ფრანგ ფეხბურთელს, ტიერი ანრის ბაძავდა და მისი კერპი სწორედ ის იყო.

"როდესაც ექვსი წლის ვიყავი, მახსოვს რობერტო ბაჯო მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელიც 1994 წელს გაიმართა. 10-14 წლის ასაკში ალესანდრო დელ პიერო ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მას შემდეგ, ჩემი კერპი ტიერი ანრი გახლდათ. ის იყო ფანტასტიკური ფეხბურთელი, გაჰქონდა ბევრი გოლი და თავისი გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებდა." - აღნიშნა პოლონელმა.

"როდესაც ის იყო არსენალში, მახსოვს, თუ როგორ გაჰქონდა მარტივად გოლები ძალიან რთული სიტუაციებიდან. მას შეეძლო გაეტანა გოლი მარცხენა ფლანგიდან შორეულ კუთხეში, მარჯვენა ფეხით. ეს მისთვის ძალიან მარტივი იყო - მე მინდოდა, რომ გამეტანა ბევრი გოლი და მისგან ძალიან ბევრი მესწავლა."

"მახსოვს, როდესაც მე ანრის შევხვდი, ძალიან გავვოცდი, ვინაიდან მე ჩემი ბავშვობის კერპს ვხედავდი ჩემს წინ. ახლა, მას ჩემი მაისური სურს და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც შესანიშნავია." - განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.

ანრიმ არსენალში 375 მატჩი ჩაატარა და 228 გოლი გაიტანა.
    • Systematik
    9-03-2019, 14:29 191
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სარგის ადამიანი
მეტოქე - ბაიერნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით