კონტაქტი

ხამესი: "ჩვენ სრულყოფილი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ"

image
მიუნხენის ბაიერნის 27 წლის კოლუმბიელმა შემტევმა, ხამეს როდრიგესმა ლივერპულთან განმეორებით შეხვედრაზე ისაუბრა.

"ენფილდზე" 0:0 ფრეს შემდეგ, ბაიერნი და ლივერპული ერთმანეთს ამჯერად "ალიანს არენაზე" დაუპირისპირდებიან და სწორედ გერმანიაში გახდება ცნობილი, თუ ვინ მოიპოვებს 1/4 ფინალური ეტაპის საგზურს.

"ჩვენ სრულყოფილი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ლივერპულს ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ, როდესაც მათ სივრცეს აძლევ. ამიტომაც, უნდა ვიყოთ ფოკუსირებულნი, ძალიან მოტივირებულნი და უნდა ვითამაშოთ კარგად." - აღნიშნა კოლუმბიელმა.

"ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათი შეტევები არის ძალიან სწრაფი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის შანსი, რომ გავიდეთ მომდევნო რაუნდში." - განაცხადა როდრიგესმა.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნი და ლივერპული ერთმანეთს 13 მარტს, 00:00-ზე დაუპირისპირდებიან.
    • Systematik
    12-03-2019, 23:24 156
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით