კონტაქტი

პრევიუ: ბაიერნი - ლივერპული

image
მიუნხენის ბაიერნი უეფა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, "ალიანს არენაზე" ლივერპულს მიიღებს.

"ენფილდზე" კარგად ორგანიზებული თავდაცვის შესრულების შემდეგ, რომელიც ანგარიშით 0:0 დასრულდა, ამ საღამოს ნიკო კოვაჩის გუნდიდან უფრო შეურაცხმყოფელი მიდგომაა მოსალოდნელი.

"მე ვფიქრობ, რომ უფრო თავდასხმით თამაშს ვიხილავთ, ვიდრე ეს "ენფილდზე" იყო" - განაცხადა მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმა.

"თუ გვსურს პროგრესი, მაშინ ხვალ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ეს არ იქნება 0:0. ხვალ, სტადიონზე ისეთ მხარდაჭერას ვნახავთ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ გვინახავს." - განაცხადა მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბავარიელთა დამრიგებელმა ასევე აღნიშნა, რომ დავიდ ალაბა როგორც ჩანს თამაშისთვის მზად იქნება, რომელიც ტრავმის შემდეგ ახლახანს დაუბრუნდა ვარჯიშებს. კარგი ინფორმაციაა ასევე კინგსლი კომანის მიმართაც, რომელმაც გასული ორი მატჩი კუნთის დაზიანების გამო გამოტოვა.

ამავდროულად, კოვაჩმა მინიშნება გააკეთა, რომ იოზუა კიმიხის ნაცვლად მარჯვენა მცველის პოზიციაზე რაფინია ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები

მიუნხენის ბაიერნი
ნოიერი - რაფინია, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი, ტიაგო - გნაბრი, ხამესი, რიბერი - ლევანდოვსკი.

ლივერპული
ალისონი - ალექსანდრ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ფაბინიო - სალაჰი, ფირმინო, მანე.

სად და როდის
მატჩი შედგება "ალიანს არენაზე", რომელიც თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.
    • Systematik
    13-03-2019, 17:20 146
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით