კონტაქტი

როგორ გამოეხმაურნენ ბავარიელები ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას ?

image
როგორ გამოეხმაურნენ ბავარიელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოვარდნას ? - გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.

ნიკო კოვაჩი (მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი)
"უპირველეს ყოვლისა, მინდა მოვულოცო იურგენ კლოპს შემდეგ ეტაპზე გასვლა. ჩვენ ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს შევხვდით. საერთო ჯამში, ლივერპული ორივე მატჩში უკეთესი გუნდი იყო. მათ მოედანზე ყველაფერი კარგად გამოუვიდათ და შემტევი ფეხბურთიც ითამაშეს. ჩვენ ვერ შევძელით, რომ თავისუფალი სივრცე მოგვეძებნა და ლევანდოვსკი თამაშში სამაგალითოდ ჩართულიყო. ეს არ იყო ჩვენთვის საუკეთესო დღე და ყველაფერი ცუდი საბოლოოდ დასრულდა."

მატს ჰუმელსი (მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველი)
"თამაში ძირითადად გართულდა 1:2-ის შემდეგ. ორივე გუნდი ძალიან ფრთხილად იყო. მე-2 გოლი ჩვენთვის იყო დარტყმა, მანამდე, ყველაფერი ძალიან მჭიდროდ მიდიოდა, მაგრამ ლივერპული აშკარად უკეთესი გუნდი იყო. იურგენ კლოპმა შეძლო მოწინააღმდეგის სიძლიერე თამაშიდან გაექრო, ეს დღეს ჩვენ უკვე ვიხილეთ."

ჰასან სალიჰამიჯიჩი (მიუნხენის ბაიერნის სპორტული დირექტორი)
"ჩვენ თითქმის ვერ შევძელით, რომ მათზე ზეწოლა მოგვეხდინა. ლივერპული აშკარა კომპლიმენტს იმსახურებს. ისინი უფრო უკეთესნი იყვნენ, ვიდრე ჩვენ. ტაქტიკურად, ლივერპული ძალიან კარგი იყო და მათ აჩვენეს, რომ ჰქონდათ ფიზიკური უპირატესობა. ჩვენ ვერ მოვახერხეთ დომინირება."

მანუელ ნოიერი (მიუნხენის ბაიერნის გოლკიპერი)
"ეს არ იყო დაუმსახურებელი გამარჯვება. ჩვენ გვქონდა ძალიან ცოტა ძალა და ძალიან მცირე შანსი იმისთვის, რომ გაგვეტანა. შედეგი არის სამართლიანი, მაშინაც კი, თუ ეს მტკივნეულია. ჩვენ მოტივირებულნი ვიყავით და ყველა ფეხბურთელის თვალებში ცეცხლი ინიშნებოდა. 1:1 გოლმა თითქოსდა დაგვეხმარა, მაგრამ ძალიან მალე საპასუხო გოლი გავუშვით."

შეგახსენებთ, რომ ბაიერნი 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეშხვედრაში ლივერპულთან 1:3 დამარცხდა. 
    • Borussen
    14-03-2019, 20:08 173
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ხამეს როდრიგესი
მეტოქე - მაინცი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
18
2
ლუკა იოვიჩი
15
3
მარკო როისი
15
4
პაკო ალკასერი
14
5
სებასტიან ალერი
14
მომდევნო მატჩები
Image
VS
29.03.2019
Image
Image
VS
30.03.2019
Image
Image
VS
30.03.2019
Image
Image
VS
30.03.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით