კონტაქტი

მატს ჰუმელსი: "ჩვენ ვნახავთ, თუ რა მოხდება"

image
მიუნხენის ბაიერნის 30 წლის ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში თავის გამონაკლისს გამოეხმაურა.

გასულ კვირას, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა ბაიერნის ფეხბურთელებს, მატს ჰუმელსს, ჟერომ ბოატენგს და ტომას მიულერს მოახსენა, რომ ისინი გერმანელი მწვრთნელის გეგმების ნაწილი სამომავლოდ აღარ იქნებიან.

ამის მიუხედავად, ჰუმელსი თვლის, რომ შესაძლებელია ბაიერნის ტრიომ სამომავლოდ კვლავ ითამაშოს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში.

"ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ სამივეს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კვლავ შეგვეძლება მაღალ დონეზე თამაში." - აღნიშნა გერმანელმა.

"ჩვენ ვნახავთ, თუ რა მოხდება ამასთან დაკავშირებით. შესაძლოა, რაღაც მომენტში ტრავმამაც იჩინოს თავი, ამასთან, ჩვენ საკმარისად კარგად ვიქნებით, როდესაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ყველაფერია შესაძლებელი." - განაცხადა ჰუმელსმა.

შეგახსენებთ, რომ ლიოვი თავის შემადგენლობას პარასკევს დააკომპლექტებს.
    • Borussen
    14-03-2019, 22:08 122
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ხამეს როდრიგესი
მეტოქე - მაინცი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
18
2
ლუკა იოვიჩი
15
3
მარკო როისი
15
4
პაკო ალკასერი
14
5
სებასტიან ალერი
14
მომდევნო მატჩები
Image
VS
29.03.2019
Image
Image
VS
30.03.2019
Image
Image
VS
30.03.2019
Image
Image
VS
30.03.2019
Image
ყველა შეხვედრა
FACEBOOK - შემოგვიერთდით