კონტაქტი

რუდი შალკეს ფანებს დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდებს

image
გელზენკირხენის შალკეს 29 წლის გერმანელი ნახევარმცველი, სებასტიან რუდი გერმანული კლუბის ფანებს დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდებს.

ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში, შალკე ლაიფციგს მასპინძლობდა სადაც 0:1 დამარცხდა და ამ ანგარიშმა ფანები გააღიზიანა. მეტიც, რუდიმ მოედანი მე-60 წუთზე დატოვა და სტადიონზე მყოფი პუბლიკა მას სტვენით აცილებდა.

დომენიკო ტედესკოს წასვლის შემდეგ, გერმანული კლუბი დროებით ჰუბ სტივენსმა ჩაიბარა, მაგრამ ამაოდ, მან პირველივე მატჩში მარცხი განიცადა. ამის შედეგად, შალკე ბუნდესლიგაში მე-15 პოზიციაზე დაქვეითდა.

"მე ვფიქრობ, რომ გუნდი ფანებმა ყოველთვის უნდა გააძლიერონ, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ხდება მოედანზე." - აღნიშნა გერმანელმა.

"ამას კითხვები არ სჭირდება, ეს არ არის ლამაზი. მაგრამ იმისთვის, რომ ბოლო ადგილს მოვშორდეთ, ჩვენ გვჭირდება თითოეული გულშემატკივარის მხარდაჭერა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და კარგი იქნება, თუ ისინი ჩვენს უკან იქნებიან." - განაცხადა სებასტიან რუდიმ.

შეგახსენებთ, რომ შალკე 23 ქულით მე-15 პოზიციაზეა.
    • Systematik
    17-03-2019, 12:42 143
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
ფრანკ რიბერი
მეტოქე - აინტრახტი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
22
2
პაკო ალკასერი
18
3
კაი ჰავერცი
17
4
ლუკა იოვიჩი
17
5
ანდრეი კრამარიჩი
17
მომდევნო მატჩები
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
Image
VS
18.05.2019
Image
FACEBOOK - შემოგვიერთდით