კონტაქტი
ალფონსო დეივისმა ბაიერნის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა

ალფონსო დეივისმა ბაიერნის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა

image
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა 18 წლის კანადელმა ფეხბურთელმა, ალფონსო დეივისმა გერმანული კლუბის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში, ბაიერნმა მაინცს უმასპინძლა და ანგარიშით 6:0 გაანადგურა. შედეგად ბავარიელებმა კვლავ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლეს და მეორე ადგილოსან დორტმუნდს ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდნენ.

დეივისი, რომელიც ბავარიულ გრანდს ზამთარში ვანკუვერ უაითკაპსიდან შეუერთდა, დღევანდელ მატჩში მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა, სადაც მან დავიდ ალაბა ჩაანაცვლა და შეცვლიდან სულ რაღაც 11 წუთში თავის გამოჩენაც კი მოახერხა.

დეივისი არამხოლოდ პირველი კანადელია რომელმაც ბაიერნისთვის გაიტანა, არამედ ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 2000 წელს დაიბადა და ამ კლუბის მაისურით გოლის გატანა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე, სანტა კრუზის შემდეგ დეივისი პირველი ახალგაზრდაა, რომელმაც "რეკორდმაისტერის" მაისურით გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნი და დორტმუნდი 60-60 ქულით 26-ე ტურს ამთავრებენ.
    • Systematik
    17-03-2019, 23:40 320
კომენტარები
ბუნდესლიგა - ტურის ფეხბურთელი
Image
სერჟ გნაბრი
მეტოქე - კიოლნი
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
რობერტ ლევანდოვსკი
23
2
ტიმო ვერნერი
20
3
ჯეიდონ სანჩო
13
4
როუენ ჰენინგსი
11
5
ფლორიან ნიდერლეხნერი
11
FACEBOOK - შემოგვიერთდით